2017-05-16 10:35:33, 1727 ნახვა
საზოგადოება
ოზურგეთი-შემოქმედი- ბჟუჟჰესი-გომისმთას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ოზურგეთი-შემოქმედი- ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ16-კმ33 საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ცნობისთვის, ოზურგეთი-შემოქმედი- ბჟუჟჰესი-გომისმთას უღელტეხილი, დიდთოვლობის გამო გვიან შემოდგომაზე იკეტება და გაზაფხულზე იხსნება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისმა სამსახურებმა, მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე დაიწყეს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რის შედეგადაც, ამ დროისთვის ოზურგეთი-შემოქმედი- ბჟუჟჰესი-გომისმთას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან