|
2017-05-16 01:30:13, 2377 ნახვა
საზოგადოება
ინტერნეტში კამპანია „არა ფასიან ქართულ არხებს“ დაიწყო
კომპანია ”სილქნეტი” აბონენტებს საკაბელო მომსახურების საფასურის შესაძლო გაძვირების შესახებ აფრთხილებს. შეტყობინებები კომპანიის აბონენტებს დღეს მიუვიდათ. ”გვსურს შეგატყობინოთ არასასიამოვნო სიახლე, ”რუსთავი 2”, ”იმედი” და ”მაესტრო” აბონენტებისთვის საზიანოდ შეთანხმდნენ, რომ ფასიანი გახადონ მათი არხების ჩვენება, რამაც შეიძლება გააძვიროს პაკეტის ღირებულება”, - ნათქვამია „სილქნეტის“ შეტყობინებაში, რომელიც მისმა აბონენტებმა მიიღეს. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისთანავე ინტერნეტში მოქალაქეებმა შექმნეს კამპანია და პეტიცია "არა ფასიან ქართულ არხებს". "50 - ზე მეტ საკაბელო ტელევიზიას მიუვიდათ წერილობითი შეტყობინებები შპს „მედია რაითს ჯორჯიასგან“, რომელიც აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში მიიღებს ექსკლუზიურ უფლებას სამაუწყებლო არხების - „იმედი“, „რუსთავი 2“, „ჯიდიესი“, „მარაო“, „კომედი არხი“, „მაესტრო“ კომერციულ დისტრიბუციაზე საკაბელო ტელევიზიებსა და ინტერნეტ სივრცეში. კომპანია ასევე განმარტავს, რომ დაინტერესების შემთხვევაში საკაბელო ტელევიზიებმა 20 მაისამდე უნდა მიმართონ აღნიშნულ ორგანიზაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში 1 ივნისიდან მათ შეუწყდებათ ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების უფლება." - ნათქვამია კამპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.აღნიშნულ კამპანიას (იხილეთ: https://www.facebook.com/Arafasianqartularxebs/posts/1697584243591532) ასობით ადამიანი უერთდება.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)