|
2017-05-15 19:42:41, 1940 ნახვა
სამართალი
საია: ლაშა თორდიას საქმეზე გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ლაშა თორდიას საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ექსპრესნიუსი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. "საია კიდევ ერთხელ ეხმიანება ლაშა თორდიას საქმეზე მიმდინარე გამოძიების არასწორ კვალიფიკაციას. საქართველოს გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (სსკ-ის 3531 მუხლი). საია მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიერ აღწერილი მოვლენების 126-ე მუხლით დაკვალიფიცირება სამართლებრივად არასწორია. იმისთვის, რომ ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარდეს ყველა საგამოძიებო მოქმედება, გადამწყვეტია გამოძიების თავიდანვე სწორი კვალიფიკაციით წარმართვა. ამ კონტექსტში აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მომხდარზე სიმართლის დასადგენად უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას წარმოადგენს შემთხვევის ადგილზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები. თუმცა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (რაც წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს), საგამოძიებო ორგანოს არ ექნება ვიდეოთვალის მიერ გადაღებული კადრების ოფიციალურად გამოთხოვის უფლება. შესაბამისად, ეფექტური გამოძიებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საქმე წარიმართოს სწორი კვალიფიკაციით. აქვე აღვნიშნავთ, რომ შინაარსისა და ჩართული მხარეების გათვალისწინებით, აღნიშნული საქმე სცდება ერთი სისხლის სამართლის საქმის მასშტაბს. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, რომ გამოძიება ჩატარდეს სწრაფად, ეფექტურად, მიუკერძოებლად და დაცული იქნეს სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი პრინციპი, რომლის მიხედვითაც კანონი თანაბრად უნდა მოქმედებდეს ყველას მიმართ, შესაბამისად - არავინ შეიძლება დადგეს კანონზე მაღლა", – ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)