2017-05-15 17:10:55, 2513 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონიმ საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრი დანიშნა
საფრანგეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონიმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ედუარდ ფილიპი დანიშნა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ფილიპი ქალაქ ჰავრის მერი და "რესპუბლიკური პარტიის" დეპუტატია.
როგორც BBC წერს, „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო პრაიმერიზზე ედუარდ ფილიპი მხარს ალენ ჟუპეს უჭერდა.
ცნობისთვის, საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ემანუელ მაკრონის მთავრობა ახალმა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. არჩევნების პირველი ტური 11 ივნისს, ხოლო მეორე ტური 18 ივნისს გაიმართება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან