19:11 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-15 17:02:30, 1918 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მდინარაძე: შრომის უფლებები განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით და მათ ამის გაგება არ უნდათ

„შრომის უფლებები განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით და  მათ ამის გაგება არ უნდათ“,-ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის ჩაშლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„არ ვიცი, ერთად მოქმედებდნენ თუ არა, მაგრამ ფაქტია, იყო ორი სხვადასხვა ჯგუფი, რომელიც სულ სხვადასხვა საკითხს ახმოვანებდა. ეს არ არის ის ფორმატი, როდესაც თუნდაც იმ მიზნებთან მიმართებით, რომელზეც ისინი აპელირებდნენ, შეიძლება რაიმე შედეგი დადგეს. ჩაშლის, პროვოკაციის, არეულობის მოწყობის გზით, არ შეიძლება მიიღოს ვინმემ რაიმე შედეგი. შედეგი მიიღება დიალოგის, კონსესუსის გზით. ჩვენ ვცადეთ, მაქსიმალურად კორექტულად წაგვეყვანა შეხვედრა. შრომის უფლებები განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით, მათ ამის გაგება არ უნდათ , მათ უნდათ იმის გაკეთება, რაც დაიგეგმა დღეს, რაც შესრულდა ძალიან ცუდად, პროვოცირების გზით“,-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ფილარმონიის დარბაზში შეკრებილმა „აუდიტორია115“-ის წარმომადგენლებმა, ასევე გაერთიანება "ქართული მისიის" წევრებმა, ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერებმა, პარლამენტის თავმჯდომარეს კონსტიტუციური ცვლილებების წარდგენის საშუალება არ მისცეს. „აუდიტორია“ 115-ის წევრები კონსტიტუციის დონეზე შრომითი უფლებების გაწერას ითხოვდნენ. სხვების მთავარი მოთხოვნა კი უცხოელებზე  მიწების გასხვისების აკრძალვა იყო. „ქართული მიწა არ იყიდება“, - სკანდირებდნენ ისინი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics