10:52 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-15 15:46:32, 1473 ნახვა

საზოგადოება
სახალხო დამცველმა რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციები წარმოადგინა

დღეს უჩა ნანუაშვილმა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციები წარმოადგინა, რომელსაც სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სახელმწიფო უწყებების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მედიაორგანიზაციებისადმი მომზადებული რეკომენდაციები სხვადასხვა დარგის ექსპერტებმა (იურისტებმა, მედიისა და რელიგიის მკვლევარებმა) და რელიგიათა საბჭოს წევრებმა 2016-2017 წებში შეიმუშავეს. 

დოკუმენტში ასახულია საქართველოში რელიგიური უმცირესობების წინაშე არსებული გამოწვევები და წარმოდგენილია ამ გამოწვევის გადაჭრის გზები. მათ შორის, კანონმდებლობაში არსებული ნორმების ცვლილების აუცილებლობა, რომელიც შესაძლებელს გახდის, ეფექტურად იქნას გამოძიებული რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაულებები; აღმოიფხვრას არათანაბარი ან დისკრიმინაციული მოპყრობა, რელიგიური უმცირესობებისათვის საკულტო ნაგებობაზე მშენებლობის უფლების გაცემის არასათანადო პრაქტიკა, ისტორიულ ნაგებობებთან დაკავშირებული პრობლემები, უზრუნველყოფილი იყოს საჯარო სკოლებში რელიგიის თავისუფლების და ტოლერანტული გარემოს ხელშეწყობა და სხვა.

რელიგიათა საბჭომ რეკომენდაციებით მიმართა მედიასაც, რითაც რელიგიური მრავალფეროვნების სრულფასოვანი ასახვისა და ქსენოფობური გაშუქების თავიდან აცილების მიზნით, საკითხებისადმი მეტი მგრძნობელობის, კვალიფიკაციისა და ინტერესის გამოხატვისკენ მოუწოდა.

ღონისძიების გახსნისას საქართველოს უჩა ნანუაშვილმა ისაუბრა რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვის აუცილებლობაზე და იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო უფრო აქტიურად ითანამშრომლებს რელიგიათა საბჭოსთან და გაითვალისწინებს წარმოდგენილ რეკომენდაციებს. 

ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების მხრივ არსებული გამოწვევები ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა წარმოადგინა.

რეკომენდაციები წარადგინეს ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელმა მარიამ ღავთაძემ, ასევე, რელიგიათა საბჭოს ანალიტიკური ჯგუფის წევრებმა: საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ, კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენელმა გიორგი ცხომელიძემ, სახარების რწმენის ეკლესიის წარმომადგენელმა ლელა ხონელიძემ, მუსლიმთა კავშირის თავჯდომარემ ტარიელ ნაკაიძემ და ადვენტისტური ეკლესიის ხუცესმა ბორის ჭარაიამ.

ღონისძიება აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) პროექტის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ხელშეწყობით გაიმართა.დღეს უჩა ნანუაშვილმა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციები წარმოადგინა, რომელსაც სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სახელმწიფო უწყებების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მედიაორგანიზაციებისადმი მომზადებული რეკომენდაციები სხვადასხვა დარგის ექსპერტებმა (იურისტებმა, მედიისა და რელიგიის მკვლევარებმა) და რელიგიათა საბჭოს წევრებმა 2016-2017 წებში შეიმუშავეს. 

დოკუმენტში ასახულია საქართველოში რელიგიური უმცირესობების წინაშე არსებული გამოწვევები და წარმოდგენილია ამ გამოწვევის გადაჭრის გზები. მათ შორის, კანონმდებლობაში არსებული ნორმების ცვლილების აუცილებლობა, რომელიც შესაძლებელს გახდის, ეფექტურად იქნას გამოძიებული რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაულებები; აღმოიფხვრას არათანაბარი ან დისკრიმინაციული მოპყრობა, რელიგიური უმცირესობებისათვის საკულტო ნაგებობაზე მშენებლობის უფლების გაცემის არასათანადო პრაქტიკა, ისტორიულ ნაგებობებთან დაკავშირებული პრობლემები, უზრუნველყოფილი იყოს საჯარო სკოლებში რელიგიის თავისუფლების და ტოლერანტული გარემოს ხელშეწყობა და სხვა.

რელიგიათა საბჭომ რეკომენდაციებით მიმართა მედიასაც, რითაც რელიგიური მრავალფეროვნების სრულფასოვანი ასახვისა და ქსენოფობური გაშუქების თავიდან აცილების მიზნით, საკითხებისადმი მეტი მგრძნობელობის, კვალიფიკაციისა და ინტერესის გამოხატვისკენ მოუწოდა.

ღონისძიების გახსნისას საქართველოს უჩა ნანუაშვილმა ისაუბრა რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვის აუცილებლობაზე და იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო უფრო აქტიურად ითანამშრომლებს რელიგიათა საბჭოსთან და გაითვალისწინებს წარმოდგენილ რეკომენდაციებს. 

ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების მხრივ არსებული გამოწვევები ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა წარმოადგინა.

რეკომენდაციები წარადგინეს ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელმა მარიამ ღავთაძემ, ასევე, რელიგიათა საბჭოს ანალიტიკური ჯგუფის წევრებმა: საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ, კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენელმა გიორგი ცხომელიძემ, სახარების რწმენის ეკლესიის წარმომადგენელმა ლელა ხონელიძემ, მუსლიმთა კავშირის თავჯდომარემ ტარიელ ნაკაიძემ და ადვენტისტური ეკლესიის ხუცესმა ბორის ჭარაიამ.

ღონისძიება აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) პროექტის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ხელშეწყობით გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
შსს-მ აბაშაში დააკავა კაცი, რომელმაც სანადირო თოფით გასროლით მეზობელი დაჭრა
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics