|
2017-05-15 15:25:39, 1528 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან პროფკავშირების ორგანიზებით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
პარლამენტთან პროფესიული კავშირების გაერთიანების, „აუდიტორია 115“-ს და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. „ტყიბული“, „როდემდე“, „სოლიდარობა მუშებს“ - სკანდირებენ აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები. ისინი ხელისუფლებას შრომითი ინსპექციის გადახედვისაკენ და ქმედითუნარიანი შრომითი კანონების შემოღებისაკენ მოუწოდებენ. ''9 მაისს გაუგონარი ტრაგედია მოხდა. არ შეიძლება ამ ფაქტის ასე გატარება, ყოველი მსხვერპლი იქნება მთავრობის ბრალი. დიდება გმირებს, ისინი უსამართლო სისტემის მსხვერპლნი არიან'', - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა. პარლამენტთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. შეგახსენებთ, 9 მაისს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში გეგმური სამუშაოების შესრულებისას ოთხი მეშახტე დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)