|
2017-05-15 14:49:18, 1635 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენის აპარატი ლაშა თორდიაზე თავდასხმის ფაქტის შესწავლას იწყებს
სახალხო დამცველის აპარატი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსზე ლაშა თორდიაზე თავდასხმის ფაქტის შესწავლას იწყებს. როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, საქმის გამოძიება საგამოძიებო უწყებებისთვის ერთგვარი ტესტი იქნება. "ჩვენ დავაკვირდებით გამოძიების მიმდინარეობას. იმედი მაქვს, საგამოძიებო ორგანოები ამჯერად მაინც მოახდენენ ადეკვატურ რეაგირებას და დროულად გამოიძიებენ ამ საქმეს, მით უფრო, როდესაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. ბოლო პერიოდში საკმაოდ დაგროვდა მსგავსი თავდასხმების გამოუძიებელი საქმეები კონკრეტულ თანამდებობის პირებსა თუ პოლიტიკურ ფიგურების მიმართ", - განაცხადა ომბუდსმენმა. უჩა ნანუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში საქმესთან დაკავშირებით არაერთი ახალი დეტალი გახდება ცნობილი და ფაქტთან დაკავშირებული ყველა პირი დაიკითხება.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)