|
2017-05-15 14:49:27, 1498 ნახვა
საზოგადოება
საზოგადოების ნაწილი კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის ჩაშლით უკმაყოფილო დარჩა
საზოგადოების დიდი ნაწილი კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის ჩაშლით უკმაყოფილო დარჩა. ისინი ამბობდნენ, რომ კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხების ცივილიზებულ გარემოში მოსმენა სურდათ. მათი თქმით, გარკვეულმა ჯგუფებმა მოაწყვეს პროვოკაცია, რასაც თავადაც უნდა შეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა ვერ მოახერხეს. „ნაძირლებმა ამდენ ხალხს გადაგვიარეს“,-აღნიშნავდნენ შეხვედრის ჩაშლის შემდეგ მოქალაქეები. ცნობისთვის, დარბაზში შეკრებილმა „აუდიტორია115“-ის წარმომადგენლებმა, ასევე გაერთიანება "ქართული მისიის" წევრებმა და საზოგადოებრივი მოძრაობა „ეროვნულების“ წევრებმა პარლამენტის თავმჯდომარეს კონსტიტუციური ცვლილებების წარდგენის საშუალება არ მისცეს. „აუდიტორია“ 115-ის წევრები კონსტიტუციის დონეზე შრომითი უფლებების გაწერას ითხოვდნენ. სხვების მთავარი მოთხოვნა კი უცხოელებზე მიწების გასხვისების აკრძალვა იყო. „ქართული მიწა არ იყიდება“, -სკანდირებდნენ ისინი. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მათ რამდენჯერმე მოუწოდა, დამშვიდებულიყვნენ და მოესმინათ ყველა კითხვაზე პასუხი კონსტრუქციულ რეჟიმში, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)