02:52 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-15 14:42:16, 2222 ნახვა

მსოფლიო
აშშ: ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო პროგრამა, კიმ ჩენ ინის პარანოიაზე მიუთითებს

გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენილი ნიკი ჰეილი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის მიერ ახალი ბალისტიკური რაკეტის ტესტირებასს აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს კიმ ჩენ ინის "პარანოიაზე" მიუთითებს, - ამის შესახებ ნიკი ჰეილიმ ABC News-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ჰეილის შეფასებით, ბალისტიკური რაკეტების ტესტირება კიმ ჩენ ინის პასუხია სამხრეთ კორეაში ახალი პრეზიდენტის დანიშნვაზე. ჰეილიმ პირობა დადო, რომ აშშ ფხენიანზე ზეწოლას განახორციელებს. 

ნიკი ჰეილის განცხადებით, ფხენიანი და ვაშინგტონი "მოლაპარაკებების მაგიდასთან იქამდე არ დასხდებიან, სანამ ჩრდილოეთ კორეა ამერიკის მიერ დაყენებულ პირობებს არ შეასრულებს". 
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიმართ სანქციები უნდა გამკაცრდეს. 

ცნობისთვის, მანამდე ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჩო სონ ჰუ ფხენიანსა და ვაშინგტონს შორის დიალოგის შესაძლებლობას არ გამორიცხავდა. აღნიშნული განცხადება კი, მას შემდეგ გაჟღერდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ "კიმ ჩენ ინი ჭკვიანი ბიჭია, თუმცა ნორმალურია თუ არა, არ იცის".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics