|
2017-05-15 13:40:53, 2223 ნახვა
საზოგადოება
ლაშა თორდია: ვფიქრობ, რომ მოწმეებზე ზეწოლა განხორციელდება
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს. როგორც თორდიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის პროკურატურას უნდობლობას უცხადებს. "ვფიქრობ, რომ მოწმეებზე ზეწოლა განხორციელდება და იმ ადამიანების დამუშავება მოხდება, რომლებიც მომხდარ ფაქტს დაესწრნენ. რაც შეეხება გამომძიებლების შეკითხვებს, მათ სახლში მივიღებ და გავცემ ყველა კითხვაზე პასუხს", - აღნიშნა ლაშა თორდიამ. მისივე თქმით, აბსურდულია მის მიმართ წაყენებული ბრალდებები, თითქოს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ჩხუბის დაწყებას ცდილობდა. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ლაშა თორდიას 12 მაისს თავს დაესხნენ. ლაშა თორდიას განცხადებით მას თავს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი დაესხა. მისივე თქმით, თავდასხმა პირადი ანგარიშსწორების მიზნით განხორციელდა და მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. ლაშა თორდიას საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)