10:49 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-15 11:53:35, 1640 ნახვა

საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას.

კერძოდ, კითხვაზე - „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს“, 38%-მა კატეგორია „არც ერთი“ აირჩია.

გამოკითხულთა 29%-მა განაცხადა, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას; 10%-მა აღნიშნა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; 4%-მა „არ იცის“; 4%-მა "პატრიოტთა ალიანსი" დაასახელა; 3%-მა პასუხზე უარი განაცხადა, ასევე 3%-მა აღნიშნა, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს "ლეიბორისტული პარტიაა“.

კვლევის საველე სამუშაოები  7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით),  2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
შსს-მ აბაშაში დააკავა კაცი, რომელმაც სანადირო თოფით გასროლით მეზობელი დაჭრა
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics