2017-05-15 11:09:25, 2002 ნახვა
პოლიტიკა
NDI: გამოკითხულთა 84%ის აზრით, პრეზიდენტი ხალხმა უნდა აირჩიოს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობის, 84%-ის აზრით, პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი არჩევნების წესით, ხალხის მიერ უნდა მოხდეს.
გამოკითხულთა მხოლოდ 9% ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ხალხის მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმა უნდა აირჩიონ.
კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან