|
2017-05-15 10:55:25, 1440 ნახვა
საზოგადოება
NDI-ის კვლევის თანახმად, პოლიტიკოსთა საქმიანობის შეფასების რეიტინგში პრეზიდენტი ლიდერობს
NDI-ის კვლევის თანახმად, პოლიტიკოსთა საქმიანობის შეფასების რეიტინგში მცირედით პრეზიდენტის ლიდერობს. კერძოდ, გამოკითხულთა 3% მის საქმიანობას "ძალიან კარგად" აფასებს, 24% "კარგად", "საშუალოდ "50%, ხოლო "ცუდად" 12%. შემდეგ ადგილზეა პრემიერ- მინისტრი,რომლის საქმიანობასაც "ძალიან კარგად" გამოკითხულთა 3% აფასებს, "კარგად" 22%, "საშუალოდ" 53%, "ცუდად" 11%, მას მოსდევს რეიტინგით პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის საქმიანობასაც "კარგად" გამოკითხულთა 14% აფასებს, 42% "საშუალოდ".ოთხეულში ყველაზე ნაკლებად კარგად თბილისის მერის საქმიანობაა შეფასებული.დავით ნარმანიას საქმიანობას "კარგად" გამოკითხულთა 7% აფასებს, "საშუალოდ" კი- 33% კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)