2017-05-15 10:43:43, 1723 ნახვა
საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა 63% თვლის, რომ დაუსაქმებელია
ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობის, 63% - ის განცხადებით, თავს დასაქმებულად არ თვლის. კვლების თანახმად, კითხვაზე-თვლით თუ არა თავს დასაქმებულად, მხოლოდ 37% აღნიშნა, რომ დასაქმებულია.
კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან