2017-05-14 18:45:16, 2327 ნახვა
მსოფლიო
ოლანდი: ქვეყანას იმაზე კარგ მდგომარეობაში ვტოვებ, ვიდრე ჩავიბარე
„ნება მიბოძეთ გითხრათ, რომ მე ქვეყანას იმაზე კარგ მდგომარეობაში ვტოვებ, ვიდრე ჩავიბარე“,-ამის შესახებ საფრანგეთის ექს პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ხელისუფლების გადაბარების შემდეგ განაცხადა.
„ვიცი, არსებობს ბევრი უბედურება, უმუშევრობა, მაგრამ ნება მიბოძეთ გითხრათ, რომ მე ქვეყანას იმაზე კარგ მდგომარეობაში ვტოვებ, ვიდრე ჩავიბარე. საფრანგეთის მართვა ასევე გულისხმობს იმის გაანალიზებას, რომ ამ ქვეყანას აქვს ვალდებულებები, უფლებები და ასევე პასუხიმგებლობა მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას. ეს არის მუშაობა აფრიკისთვის, პლანეტისთვის და კლიმატისთვის, სწორედ ამას ვაკეთებდით ბოლო 5 წლის განმვალობაში“, - განაცხადა ოლანდმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან