|
2017-05-14 12:35:33, 1821 ნახვა
პოლიტიკა
კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ამჯერად რუსთავში მიმდინარეობს
კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ამჯერად რუსთავში მიმდინარეობს. განხილვას დღეს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ ესწრება. კონსტიტუციური ცვლილებები საზოგადოებას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააცნო. მისი თქმით, მოქმედი კონსტიტუცია ეწინააღმდეგება სამართლებრივ პრინციპებს და მათ შორის ფუნდამენტურ პრინციპებს. კობახიძის განმარტებით, კონსტიტუციაში არის უამრავი ტექნიკური ხასიათის ხარვეზი, რედაქციული უზუსტობანი და ყოველივე ამის გათვალისწინებით შემუშავდა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელმაც უნდა გაუძლოს დროს და წლების განმავლობაში უნდა უზრუნველყოს ქვეყნის სტაბილური განვითარება. ამასთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ შეიმუშავა და ფაქტობრივად თავიდან დაიწერა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტიც. მანვე საზოგადოებას გააცნო კონსტიტუციის პროექტში დამატებები ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით. კერძოდ, კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში არის დამატება, სადაც პირდაპირ, ერთგვარი დავალების სახით გაწერილია, რომ ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ უნდა მიიღოს ყველა ზომა საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ევროკავშირსა და ნატოში. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა პრეზიდენტის სტატუსთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ დღევანდელი კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს მეთაური, არის უმაღლესი მთავარსარდალი და იგი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. მისივე განმარტებით, ეს არის პრეზიდენტის სტატუსის სამი ძირითადი ნიშანი და ეს სამივე ძალაში რჩება. მან პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესიც განმარტა და აღნიშნა, რომ ძალიან ბევრ საპარლამენტო სისტემის ქვეყნებში პრეზიდენტის არჩევა სწორედ არაპირდაპირი წესით ხდება. მისივე განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი პრაქტიკული პრობლემა ისაა, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი არ მართავს ქვეყანას. იმ სისტემაში, რაც დღეს არის ჩამოყალიბებული, პრეზიდენტმა უნდა ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია და იგი რომელიმე პარტიასთან ასოცირდება არჩევნებზე, კონსტიტუციის ახალი მოდელით კი პრეზიდენტი ზეპარტიული უნდა იყოს. საერთაშორისო ევროპული პრაქტიკაც, კობახიძის თქმით, საპარლამენტო მმართველობის დროს მიზანშეწონილად არ მიიჩნევს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას. ირაკლი კობახიძის განმარტებით, პრეზიდენტის სტატუსი არ იზღუდება, არამედ მინიმალური ცვლილება შეეხება კომპეტენციებს - ესაა ეროვნული უშიშროების საბჭო (იგი უქმდება) და უზენაესი სასამართლოს წევრის წარდგენა. ეს ცვლილებები, ირაკლი კობახიძის განმარტებით, ეფუძნება ვენეციის კომისიის დასკვნებს, რომლებიც ჯერ კიდევ 2010 წელს დაიდო.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)