09:04 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-12 17:56:36, 1864 ნახვა

პოლიტიკა
საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ საინჟინრო ნაგებობის მშენებლობის საკითხს ქართული მხარე ჟენევაში დააყენებს

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. საინჟინრო ნაგებობების აშენება არის არაკანონიერი ქმედებების გაგრძელება, - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით  ზალკალიანი, ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის, დავით სანაკოევის ინიციატივას, ცხინვალის რეგიონში ე.წ. სახელმწიფო საზღვარზე საინჟინრო ნაგებობის აღმართვის შესახებ.

„საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე უკანონო ქმედებები, ე.წ. საინჟინრო ნაგებობების აშენება, არის არაკანონიერი ქმედებების გაგრძელება და, ბუნებრივია, ჩვენი დელეგაცია ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში, ამ საკითხს დააყენებს. ჟენევის თანათავმჯდომარეები ამის შესახებ ინფორმირებულები არიან და ჟენევაში გამართული შეხვედრების დროს ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics