02:27 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-12 17:50:41, 2269 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანში სასამართლომ „რადიო თავისუფლების“ საიტი დაბლოკა

ბაქოს სასამართლოს გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანში „რადიო თავისუფლების“ საიტი დაიბლოკება, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, „რადიო თავისუფლების“ საიტის გარდა, აკრძალვის ქვეშ მოხვდნენ: გაზეთი „აზადლიგი“ და ინტერნეტში მაუწყებელი არხები - „მეიდან ტვ“, „ტურან ტვ“ და „აზერბაიჯან საათ“.

მედიის ცნობით, ეს საიტები მოღვაწეობის გაგრძელებას, ახალი დომენების სახელებით შეძლებენ, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ ძველ მისამართებს ეხება.

სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ქვეყნის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე მოხდა. სამინისტროს კი თავის მხრივ ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ მიმართა.

პროკურატურის ინფორმაციით, საიტებს ბრალად მასობრივი არეულობის მოწყობის მცდელობა ედებათ, ასევე დისტრუქციული ქმედებები, რომლებიც საზოგადოების სტაბილურობის წინააღმდეგაა მიმართული.

გარდა ამისა, ხელუსუფლება ამ საიტებს, აკრძალული ინფორმაციის გავრცელებას  და რადიკალურ რელიგიურ დაჯგუფებებთან კავშირს ედავება.

ხსენებული  მედია საშუალებები,  აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფენ.

როგორც BBC წერს, საიტების ბლოკირებას მუდმივი ხასიათი აქვს და მხოლოდ სამინისტროს გადაწყვეტილებით შეიძლება გაუქმდეს.

ხელისუფლებამ „რადიო თავისუფლების“ ადგილობრივი ფილიალის კონტროლი მას შემდეგ დაიწყო, რაც მედია საშუალების საიტზე ჟურნალისტური გამოძიება გამოქვეყნდა, რომელშიც საუბარი იყო ქვეყნის პრეზიდენტზე ილჰამ ალიევსა და მის ფინანსურ ოპერაციებზე.

BBC-ის ცნობით, ეს აზერბაიჯანში მედია საშუალებების დაბლოკვის პირველი მცდელობა არ არის. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics