17:35 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-12 17:14:35, 1826 ნახვა

კომენტარი
კვირიკაშვილი: ზურაბ პოლოლიკაშვილის გამარჯვება მთელი ქვეყნისთვის დიდი წარმატებაა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილის გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე დანიშვნას გამოეხმაურა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს ფაქტი საქართველოს მსოფლიო მასშტაბით წარმოჩენას უზრუნველყოფს. მან ასევე აღნიშნა, რომ გაეროს სისტემაში საქართველოს ასეთი მაღალი რანგის ოფიციალური პირი ჯერ არ ჰყოლია.

"ძალიან დიდი წარმატებაა მთელი ქვეყნისთვის ზურაბ პოლოლიკაშვილის გამარჯვება გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე. ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა, წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა მსოფლიო მაშსტაბით. საქართველოს ისტორიაში, გაეროს სისტემაში ჩვენს ქვეყანას ასეთი მაღალი რანგის ოფიციალური პირი ჯერ არ ჰყოლია. მინდა, პირველ რიგში მივულოცო ზურაბს და მივულოცო ყველას, რადგან ეს ყველა ჩვენგანის წარმატებაა. ეს არის, რა თქმა უნდა, ზურაბის წარმატება, მისი ავტორიტეტის დამსახურება და მთელი მთავრობის, ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის მხრიდან ძალიან მიზანმიმართული მხარდაჭერის შედეგი. ასე, რომ ყველას ვულოცავ ამ ძალიან დიდ წარმატებას ჩვენი ქვეყნისთვის!", – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics