2017-05-12 16:39:46, 2342 ნახვა
მსოფლიო
მონტენეგროს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პროტოკოლი რატიფიცირებულია
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 28 წევრმა ქვეყანამ მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინა, - ამის შესახებ ინფორმაცია მონტენეგროს მთავრობის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„ნატო-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლი რატიფიცირებულია. მადლობა მოკავშირეებსა და პარტნიორებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2010 წელს მონტენეგროსა და ნატო-ს შორის ალიანსში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო, ხოლო 2016 წელს შესაბამისი პროტოკოლის ხელმოწერით დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ მონტენეგრო ნატო-ს რიგით 29-ე ქვეყანა გახდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან