10:01 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-12 13:00:27, 1561 ნახვა

საზოგადოება
გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველომ უკრაინას მხარი უფრო მეტად უნდა დაუჭიროს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 42%  მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინის მთავრობას მხარი უფრო მეტად უნდა დაუჭიროს .

34% –ის  აზრით, საქართველოს მთავრობა უკრაინის მთავრობას მხარს საკმარისად უჭერს, 7% ფიქრობს რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინის მთავრობას მხარი უფრო ნაკლებად უნდა დაუჭიროს, 5% მიიჩნევს უკრაინის მთავრობას მხარი საერთოდ არ უნდა დაუჭიროს, 11% –ს პასუხი არ აქვს კითხვაზე.

კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, 2 493 მოქალაქე პირისპირ ინტერვიუს საშუალებით გამოიკითხა.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics