|
2017-05-12 10:53:15, 2302 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი/ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე კლეი ბერის შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წლიური ფორუმის ფარგლებში გაიმართა, საქართველო-აშშ-ის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მხარეებმა ტექნიკური კუთხით, ყურადღება იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილეს, რომლებიც განხილული იყო აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და აშშ-ის ხაზინის მდივან სტივ მნუჩინს შორის ბოლო შეხვედრისას. ამასთან, მხარეებმა მიმოიხილეს ის ტექნიკური დახმარება, რომელსაც ამერიკის ხაზინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აღმოუჩენს. კერძოდ, საუბარი წარიმართა ლიკვიდობის მართვაზე, ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების განვითარებაზე, სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიასა და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზე. შეხვედრაზე საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა საქართველოს მაკროეკონომიკურ მდგომარეობასა და მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმაზე. თავის მხრივ, აშშ-ის ხაზინის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საქართველოსა და აშშ-ის ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)