01:02 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-11 14:13:42, 2264 ნახვა

მსოფლიო
ევროსაბჭომ უკრაინის ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა - „ჩვენ ვწყვეტთ კავშირს პოსტსაბჭოთა წარსულთან“

ევროკავშირის საბჭომ უკრაინის ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ეს უკანასკნელი საფეხურია, რომელიც უკრაინას უვიზო მიმოსვლის პროცედურების ამოქმედებამდე უნდა გადაელახა.

რაც შეეხება პროცედურებს, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საკონანმდებლო აქტს ხელი უნდა მოაწეროს, რის შემდეგადაც აქტი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება. 

უვიზო მიმოსვლა ჟურნალში გამოქვეყნებიდან 21-ე დღეს ამოქმედდება. საკანონმდებლო აქტს ხელს 17 მაისს მოაწერენ. 

აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უკვე გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ სტრასბურგში გაემგზავრება და აქტის ხელმოწერას დაესწრება. 

"ჩვენ ეს შევძელით! ევროკავშირის საბჭომ მხარი დაგვიჭირა. 17 მაისს სტრასბურგში გავემგზავრება, სადაც საკანონმდებლო აქტის ხელმოწერის საზეიმო ღონისძიება გაიმართება. ეს ალბათ, ჩემი 3-წლიანი პრეზიდენტობის განმავლობაში, ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზიტი იქნება. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება გაცილებით მეტია, ვიდრე საზღვარზე შესვლის გამარტივებული წესი. ეს ევროპისკენ, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია. ჩვენ ვწყვეტთ კავშირს პოსტსაბჭოთა წარსულთან და უფრო და უფრო ვხდებით ერთიანი ევროპული სივრცის ნაწილი", - აღნიშნა პოროშენკომ. 

ცნობისთვის, უკრაინის მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობას 11 ივნისიდან შეძლებენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics