01:02 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-11 10:10:13, 2331 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა - დაიღუპა 8, დაშავდა 20 ადამიანი

ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სინზიანის პროვინციაში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა, 20 კი, დაშავდა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგებმა 150-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაანგრია. 

როგორც სააგენტო წერს, დაშავებულთა გადასარჩენად, სამძებრო-სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქაშრაგის ოლქში, 8 კილომეტრის სიღრმეში დაფიქისრდა. 

ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, სტიქიას განმეორებითი ბიძგებიც მოჰყვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics