|
2017-05-11 09:43:22, 1893 ნახვა
სამართალი
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 5 პირი დააკავა
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული გ.ტ., 1993 წელს დაბადებული ლ.შ., 1995 წელს დაბადებული გ.ნ., 1995 წელს დაბადებული ე.ნ. და 2000 წელს დაბადებული თ.ც., ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, ფოთში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს: თვითნაკეთი ცეცხლსასროლი პისტოლეტი მჭიდითა და 5 საბრძოლო ვაზნით, „GOLD STAR-2002“-ის მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი მჭიდითა და 1 საბრძოლო ვაზნით, თვითნაკეთი ერთლულიანი, გლუვი ლულის მქონე ცეცხლსასროლი იარაღი 1 საბრძოლო ვაზნით, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი მჭიდითა და 2 საბრძოლო ვაზნით, „COMBAT-PP“-ის მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი მჭიდითა და 1 საბრძოლო ვაზნით. პოლიციამ, ე.ნ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის საბარგულიდან, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ, 5 ნიღაბი, 5 წყვილი ხელთათმანი და წებოვანი ლენტი - ე.წ. „სკოჩი“ ამოიღო. ხუთივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მათ ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)