01:02 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-10 22:05:21, 2555 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი: აუცილებელია, სირიაში შეჩერდეს საზარელი მკვლელობები

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აუცილებელია, შეჩერდეს საზარელი მკვლელობები სირიაში, - აღნიშნული განცხადება დონალდ ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

„აუცილებელია, სირიაში საზარელი მკვლელობები შეჩერდეს. ვფიქრობ, ამ მხრივ პროგრესს მივაღწიეთ. რაც შეეხება სერგეი რავროვთან შეხვედრას, ვფიქრობ, რომ ის ძალიან კარგ ფორმატში წარიმართა“ - განაცხადა ტრამპმა. 

თავის მხრივ, მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე, ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-სთან სოლიდარულები არიან სირიაში ტერორიზმის დასრულების სურვილთან დაკავშირებით.   

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

BBC-ის ინფორმაციით, სირიასთან ერთად, საუბრის მთავარი თემა უკრაინაში არსებული ვითარება იყო. აშშ-მა მოუწოდა რუსეთს, რომ ასადი და ერაყი "დააშოშმინოს". 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics