08:20 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-10 12:51:26, 1714 ნახვა

საზოგადოება
საქართველო გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეოთხე გლობალურ კვირეულს შეუერთდა

საქართველო გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეოთხე გლობალურ  კვირეულს შეუერთდა. კვირეულის გზავნილია "გაუფრთხილდი სიცოცხლეს, შეანელე!".

კვირეულის აღსანიშნავ კონფერენციაში, რომელიც სასტუმრო "რადისონში" იმართება, მონაწილეობას იღებენ გაეროს მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ნილ სკოტი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ლექვინაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორი.

შეხვედრის მიზანია, საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების განხილვა.

8-14 მაისის კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით  სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ღონისძიება იგეგმება.

საგზაო უსაფრთხოების კვირეული 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება და მისი მიზანია, მძღოლების ინფორმირება, რომ მაღალი სიჩქარით  გადაადგილება განსაკუთრებულ რისკს წარმოადგენს ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილისთვის და ზრდის როგორც  ავტოავარიის, ასევე მძიმე დაზიანებებისა და დაღუპვის რისკს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics