08:06 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-10 10:33:19, 1930 ნახვა

პოლიტიკა
„რესპუბლიკური პარტია“: ტყიბულის მაღაროში კიდევ 4 ადამიანის დაღუპვა არ შეიძლება მივაწეროთ უბედურ შემთხვევას

„რესპუბლიკური პარტია“ ტყიბულის მაღაროში მომხდარ ფაქტს ეხმაურება.

პარტია მიიჩნევს, რომ ტყიბულის მაღაროში კიდევ 4 ადამიანის დაღუპვა არ შეიძლება  უბედურ შემთხვევას მიეწეროს.

მათივე შეფასებით,  საქართველოში დასაქმებული ადამიანების შრომითი მდგომარეობა საგანგაშოა, რადგან სახელმწიფო მათი შრომის ჯანსაღ და უსაფრთხო პირობებს არ იცავს:

„21-ე საუკუნეში ადამიანები მუშაობენ მონური შრომით, რადგან მათი ყოველდღიური შრომა არის სიცოცხლისთვის ბრძოლა, გააზრებული გადაწყვეტილება იმუშაონ ისეთ პირობებში, სადაც მათ სიცოცხლეს ყოველწამიერად შეიძლება საფრთხე შეექმნას. გუშინ მომხდარი ფაქტი აღწერილი ვითარების კიდევ ერთი სავალალო გამოვლინებაა.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ სასწრაფოდ დაიწყოს მისი, როგორც ხელისუფლების, ვალდებულების შესრულება - შექმნას შრომის ინსპექცია, გაატაროს მკაცრი სანქციები შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობების დასაცავად. დაანახოს საქართველოს მოქალაქეებს მათი კონსტიტუციური უფლებების დაცვა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ამავდროულად, სასტიკად ვგმობთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ტყიბულში მომხდარი ფაქტის გამო შეკრებილი მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დაკავების ფაქტს. აქციის მონაწილეთა დაკავებით ხელისუფლებამ გამოავლინა და ცხადი გახადა თავისი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება მომხდარი ფაქტის მიმართ, რასაც თან დაურთო მშვიდობიანი აქციის 3 მონაწილის დაკავება“,-ნათქვამია „რესპუბლიკური პარტიის“ განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics