08:06 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-09 10:37:14, 1950 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: მე არ მიშვებენ ჩემს ქვეყანაში და საქართველოს დაუძინებელ მტერს ფეხქვეშ გაეგენ

ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  საქართველოში მოსკოვის   ყოფილი მერის იური ლუჟკოვის სტუმრობას გამოეხმაურა.

 როგორც სააკაშვილმა „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, მას საქართველოში არ უშვებენ, ხოლო ქვეყნის მტრებს სხელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე  უარს არ ეუბნებიან: 

ლუჟკოვის ბრძანებით, 2009 წელს, ჩვენი რამდენიმე ათეული სოფლის გადამწვარი ნასახლარები მიწასთან გაასწორეს და ზედ "მოსკოვის რაიონი" დააშენეს, თავისი სამხედრო ყაზარმებით. უკვე მანამდე ბევრად ადრე, 2004 წლის აჭარის მოვლენების შემდეგ, ჩვენ ის პერსონა ნონ გრატად გვყავდა გამოცხადებული და რუსეთში მაშინდელი ოფიციალური ვიზიტების დროს, მასთან პროტოკოლით გათვალისწინებულ შეხვედრაზეც კი, ყოველთვის უარს ვამბობდი. მე არ მიშვებენ ჩემს ქვეყანაში და საქართველოს დაუძინებელ მტერს ფეხქვეშ გაეგენ! სიმბოლურია, რომ ჩვენ ლუჟკოვს და მის ამფსონებს 2004 წლის 6 მაისს, გიორგობაზე ამოვუკვეთეთ ფეხი საქართველოდან, ამათ კი, იგივე დღეს, გიორობაზე მიიღეს და უგალობეს კიდევაც! მურვან ყრუსაც უგალობებდნენ? შაჰ აბასსაც უგალობებდნენ? პუტინსაც უგალობებენ?“,-წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, ლუჟკოვმა ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩამოშორების შემდეგ, საქართველო თავს უკეთ იგრძნობს.

იური ლუჟკოვის მიერ საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის ფაქტები

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics