2017-05-09 00:56:31, 2011 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილმა დონალდ ტრამპი საქართველოში მოიწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოში მოიწვია. საუბარი აშშ-ს პრეზიდენტის სამუშაო კაბინეტში გაიმართა.
შეხვედრის დასაწყისში პრეზიდენტმა ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ამერიკისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელთანაც სტრატეგიული ურთიერთობა და პარტნიორობა აკავშირებს. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოხატა ამერიკის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან