09:40 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-08 18:31:02, 2402 ნახვა

პოლიტიკა სამართალი საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი: საზოგადოების ჩართულობით საკონსტიტუციო ცვლილებებზე უფრო მაღალი კონსენსუსის მიღწევაა შესაძლებელი

საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც კომისიამ საყოველთაო განხილვაზე გამოიტანა, ნულოვანი პარტიული კონსენსუსის მატარებელი უწოდა.

აღნიშნული განცხადება გიორგი მარგველაშვილმა დღეს ბათუმში საყოველთაო განხილვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ცვლილებებთან დაკავშირებული დისკუსიები უფრო ფართოდ უნდა გაიშალოს სხვადასხვა ადგილზე და სხვადასხვა დარბაზებში.

„ეს დისკუსია ყველა სოფელში, ყველა უნივერსიტეტში უნდა მიმდინარეობდეს, რომელიც აზრთა ჭიდილში კონსენსუსამდე მიგვიყვანს, რადგან კონსტიტუცია არის საყოველთაო კონსენსუსის დოკუმენტი. სამწუხაროდ, ის კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ არის დღეს ნულოვანი პარტიული კონსენსუსის მატარებელი, მაგრამ საზოგადოების ჩართვის ფონზე ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ უფრო მაღალ კონსენსუსს'', - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ ფედერალურ დონეზე აღადგენს სიკვდილით დასჯის მეთოდს დახვრეტის გზით
აშშ-მ თეირანთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანის ჩრდილოვან ტანკერებსა და ჩინურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სანქციები დაუწესა
„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“ გაცემული ₾7 მლნ-ის პრემია არ არის სათანადოდ დასაბუთებული - აუდიტი
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics