|
2017-05-08 15:28:40, 1805 ნახვა
საზოგადოება
რამდენჯერ დაარღვია ოკუპაციის შესახებ კანონი იური ლუჟკოვმა
რამდენჯერ დაარღვია ოკუპაციის შესახებ კანონი იური ლუჟკოვმა მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში იმყოფება. ლუჟკოვის სტუმრობა საზოგადოების ნაწილმა მწვავედ გააკრიტიკა, რადგან მან ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ვიზიტებით, ოკუპაციის შესახებ კანონი არაერთხელ დაარღვია.
"ბატონი ლუჟკოვი ჩვენთვის ყოველთვის ძალიან ბევრს აკეთებდა და გვინდოდა ჩვენი პატივისცემა გამოგვეხატა", - აცხადებდნენ "სამინისტროში". 2009 წელს, მოსკოვის მაშინდელმა მერმა, ოკუპირებულ ცხინვალში მიკრორაიონი სახელწოდებით "Московский" გახსნა. გარდა ამისა, ვიზიტის დროს, ლუჟკოვმა სკოლის და ბაგა ბაღის პრეზენტაციაც ჩაატარა. მიკრორაიონისა და სკოლის გახსნის ცერემონიალს ახლა უკვე ყოფილი დე-ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი ესწრებოდა. ის აცხადებდა, რომ ოსი ხალხი მოსკოვის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. თავის მხრივ, იური ლუჟკოვი ამბობდა, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის სუვერენიტეტისთვის ბრძოლით აღფრთოვანებულია.
ამით ლუჟკოვის ვიზიტები არ დამთავრებულა. ამავე წელს მან რუსეთის ფედერაციის სახელით ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან, ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმადაც რუსეთი ოკუპირებულ ცხინვალს სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებში დაეხმარებოდა.
"აფხაზეთს აქვს უფლება, რომ სუვერენული სახელმწიფო ააშენოს და მოსკოვი ყოველთვის მხარს დაუჭერს მას, ამ სუვერენული ცხოვრების შექმნის პროცესში. აფხაზეთისადმი ყურადღება, მისი სოლიდარობა, არის საერთაშორისო. თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკა, საკმაოდ სპეციფიურია და მრავლობითი სტანდარტი გააჩნია. ეს სტანდარტები ცხადყოფენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა მხარს საქართველოს უჭერენ, იმის გამო, რომ რუსეთი მას ავიწროვებს. ვხედავთ, როგორი კატასტროფული შედეგები გამოიწვია საქართველოს პოლიტიკამ აფხაზეთში. ჩვენ უნდა გავაღვივოთ აფხაზი ხალხის რწმენა, იმაში, რომ საკუთარ სუვერენულ მისწრაფებებში მარტონი არ არიან. კითხვაზე, თუ რა დაუშავა რუსეთმა საქართველოს, დალაგებულ პასუხს ჩვენ ვერ მივიღებთ. საქართველოს სერიოზულად არ უმართლებს გამსახურდიას და შევარდნაძის მმართველობის შემდეგ. განსაკუთრებით, კი სააკაშვილის გამო არ უმართლებს", - აცხადებდა იური ლუჟკოვი 2007 წელს.
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლას უშვებს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან; ცხინვალის რეგიონში - გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ოკუპირებული ცხინვალის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა იური ლუჟკოვის სახელს ატარებს. სამხრეთ ოსეთის ე.წ. კულტურის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ ცენტრალურ მაგისტრალს იური ლუჟკოვის სახელი ჯერ კიდევ 2007 წელს, აგვისტოს ომამდე მიენიჭა.
"პირველივე დღეებიდან, როდესაც დამოუკიდებელნი გახდით მხარდაჭერას გიცხადებდით და რუსეთი ყოველთვის მხარს დაუჭერს ოსეთს, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში", - აცხადებდა ლუჟკოვი 2009 წელს, რაიონის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს - იური ლუჟკოვი სოხუმს 2007 წელს ესტუმრა.
დღეს,
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)