07:34 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-07 12:48:07, 1981 ნახვა

პოლიტიკა
ჩოხატაურში კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საყოველთაო-სახალხო განხილვის წევრები მესამე  შეხვედრას ჩოხატაურში მართავენ.

შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და ქვეყნის უპირველესი კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი კობახიძე  ადგილობრივ მოსახლეობას, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ ოთხი თვის განმავლობაში გაწეულ სამუშაოს აცნობს.

მისი ინფორმაციით, საკმაოდ მოცულობითი სამუშაო შესრულდა და  ცვლილებები  თითქმის ყველა მუხლს შეეხო.

ირაკლი კობახიძის თქმით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის  მიერ შემუშავებული კონსტიტუციური ცვლილებები ახლებურად მოაწესრიგებს ქვეყანაში მმართველობის სისტემას და უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics