06:39 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-07 12:29:37, 1547 ნახვა

საზოგადოება
ბალტიისპირეთის ქვეყნების ყველაზე მასშტაბური ღვინის გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 7 კომპანია მონაწილეობდა

ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში ბალტიისპირეთის ქვეყნების ყველაზე მასშტაბური ღვინის გამოფენა „VYNO DIENOS" (ღვინის დღეები) ჩატარდა, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ლიტვაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით,    ქართული ღვინის მწარმოებელი 7 კომპანია მონაწილეობდა: „ბესინი", „კორპორაცია ქართული ღვინო", „გიუაანი", „ზაქრო ვინო", „კარდენახი #1",  „ქინძმარაულის მარანი" და „ასკანელი ძმები".

 გამოფენას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ლიტვაში ხათუნა სალუქვაძე დაესწრო.

 გამოფენის ფარგლებში სპეციალური დეგუსტაცია - „საქართველო - ღვინის სამშობლო" გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი გიორგი თევზაძე უძღვებოდა. პრეზენეტაციაში ძირითადი აქცენტი  ქართულ მეღვინეობის უძველეს ტრადიციაზე, ქართული ჯიშების მრავალფეროვნებაზე, ღვინის დაყენების ქართულ მეთოდებზე და ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდზე გაკეთდა. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სტილის ქართული ღვინოები.

    ლიტვა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ათეულში შედის.  იგი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს და ქართულ ღვინოს ამ ბაზარზე დამკვიდრების დიდი პოტენციალი გააჩნია. ქართული ღვინის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართული ღვინის კომპანიები ბალტიისპირეთის ქვეყნებში, სხვადასხვა გამოფენასა და დეგუსტაციებში  მონაწილეობენ.

  გამოფენა ტრადიციულად ვილნიუსის ყველაზე დიდ საგამოფენო ცენტრ LITEXPO-ში გაიმართა. „VYNO DIENOS" წელს უკვე მეცამეტე მოეწყო და მას ათასობით დამთვალიერებელი ჰყავდა - ადგილობრივი სომელიეები, იმპორტიორები, დისტრიბუტორები, ღვინის ექსპერტები, ჟურნალისტები, ბლოგერები და სხვ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics