08:20 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-04 20:24:03, 2023 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ჯიხაშკარის საარჩევნო უბნების დარბევაში ბრალდებულს სამწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე საარჩევნო უბნების დარბევაში ბრალდებულ გია მხეიძეს სამწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა.

თავდაპირველად, გია მხეიძე დაკავებული იყო. მას 2-თვიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. მოგვიანებით პატიმრობა 10 000 ლარიან გირაოთი შეეცვალა. 

შეგახსენებთ, რომ ჯიხაშკარის საარჩევნო უბნები გასული წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ღამეს, ხმების დათვლის პროცესში დაარბიეს. ჯიხაშკარის ინციდენტისას საერთაშორისო დამკვირვებლები დაშავდნენ. საქმეზე გია მხეიძის გარდა, კიდევ ორი პირია ბრალდებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics