|
2017-05-04 20:04:17, 2777 ნახვა
საზოგადოება სხვადასხვა
აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკაში 85 უცნობი ქართული ხელნაწერის გაციფრება მოხდა (ფოტოები)
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკის ინფორმაციით, სინას მთის წმინდა ეკატერინეს სახელობის მონასტერში დაცული 1 700 ხელნაწერის მიკროფირის გაციფრება მოხდა. აღნიშნული ინფორმაცია კონგრესის ბიბლიოთეკამ საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს მიაწოდა. ბიბლიოთეკის ცნობით, გაციფრებულ ხელნაწერთა შორის 85 ქართული ხელნაწერია. ყველა მათგანი ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი იყო. როგორც ხელნაწერთა ცენტრში აცხადებენ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკაში იერუსალიმის ბერძნული და სომხური საპატრიარქოებსა და ათონის მთაზე დაცული 100-მდე ქართული ხელნაწერის გაციფრებაც იგეგმება.
გაციფრული ხელნაწერების ჩჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე >> https://www.loc.gov/collections/manuscripts-in-st-catherines-monastery-mount-sinai/?fa=language%3Ageorgian
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|







ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)