06:28 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-04 13:56:48, 1928 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის ბიურომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო

პარლამენტის ბიურომ საქართველოს პარლამენტის 108 წევრის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ბიუროს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საკითხებზე წამყვან კომიტეტად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განისაზღვრა, ხოლო სავალდებულო დასკვნების წარმოდგენა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს დაევალა.

4-5 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგში ორმოცდაათამდე კენჭსაყრელი და სამოცზე მეტი განსახილველი საკითხია შეტანილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics