2017-05-04 11:46:43, 2506 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი თურქეთში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში 22 მილირდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს
რუსეთი თურქეთში ატომურ ელექტროსადგურ „აკუიუს“ მშენებლობაში 22 მილირდი ამერიკული დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, - ამის შესახებ "ნოვაია-გზაზეტა' ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე დაყრდნობით იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ატომური სადგური მერსინის რაიონში აშენდება.
რუსეთსა და თურქეთს შორის შეთანხმება პირველი თურქული ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ 2010 წელს გაფორმდა. „აკუიუს“ ელექსტროსადგური „3+“-ის თაობის რუსეთის რეაქტორების 4 ენერგობლოკს მოიცავს . პროექტის ღირებულება 20 მილიარდი დოლარია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან