|
2017-05-03 18:10:40, 1359 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით საფრანგეთის გამოცდილებას გაეცნო
სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია მინისტრის მოადგილის, გიორგიჩხეიძის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით საფრანგეთის გამოცდილებას გაეცნენ. მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ორგანიზატორი იყო „საფრანგეთის განვითარების სააგენტო“, რომელიც საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა პროექტის განხორციელებას გეგმავს. მინისტრის მოადგილემსამუშაო შეხვედრები გამართა საფრანგეთის სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტყის სამინისტროში, სადაც სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ასევე სასოფლო-სამეურნეო წარმოებით ეკონომიკური ღირებულების შექმნის და სოფლის მეურნეობის სექტორისგაძლიერების საკითხები განიხილეს. შეხვედრებზე ფრანგულმა მხარის წარმომადგენლებმა აღნიშნულ თემებზე პრეზენტაციები წარმოადგინეს და ქართველ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრები ქალაქ ბორდოში საფრანგეთის სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის და ტყის სამინისტროს რეგიონულ სააგენტოშიც იმყოფებოდნენ, სადაც მიწის მესაკუთრეობის, სოფლის მეურნეობის სექტორში ახალგაზრდების ჩართულობის სტიმულირების, კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობისდა ფერმერებისთვის ბიზნესკონსულტაციების მიმართულებით საფრანგეთის გამოცდილებას გაეცნენ. ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩხეიძემ სამუშაო შეხვედრები გამართა „საფრანგეთის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელებთან, საფრანგეთში არსებული პროფესიული ორგანიზაციების და ასოციაციების წარმომადგენლებთან, საფრანგეთის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს, მიწის მოწყობისა და სასოფლო დაწესებულებების სააგენტოს ხელმძღვანელებთან. შეხვედრებზე,საფრანგეთის გამოცდილების გათვალისწინებით, ფერმერთა ტრენინგების, ექსტენციის, მიწათსარგებლობის, სარწყავი სისტემით სარგებლობის, ასევე სერვისების განვითარების საკითხები განიხილეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები შედიოდნენ. (NS)
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)