03:56 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-03 17:44:18, 1780 ნახვა

საზოგადოება
შსს საქართველოში რუსული ბაიკერ-კლუბის, „ღამის მგლების“ ერთ-ერთი წევრის შემოსვლას ადასტურებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოში რუსული ბაიკერ-კლუბის, „ღამის მგლების“ ერთ-ერთი წევრის შემოსვლას ადასტურებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბაიკერ-კლუბის ერთ-ერთი წევრი საქართველოში ტურისტული მიზნით, სხვა ქვეყნების ბაიკერებთან ერთად ჩამოვიდა.

"ექსპრენიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"სოციალურ ქსელში ე.წ. „ღამის მგლებთან“ დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, გაცნობებთ, რომ გუშინ ღამით ბაიკერების - ე.წ. „ღამის მგლების“ 50-იან კაციან ჯგუფს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთაზე უარი ეთქვათ. შსს კვლავ ინარჩუნებს ამ პოზიციას.

ამასთან, გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე, განვმარტავთ, რომ აპრილის თვეში, დაანონსებულ ვიზიტამდე და პერფორმანსამდე, „ღამის მგლების“ ჯგუფისგან დამოუკიდებლად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ტურისტული მიზნით, სხვა ქვეყნების ბაიკერებთან ერთად, ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე და სათანადო დოკუმენტაციით, გადმოკვეთა ერთმა პირმა, რომელიც, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, „ღამის მგლების“ ჯგუფის წევრია. აღსანიშნავია, რომ ყოველდღიურად, მშვიდობიანი, ტურისტული ან ტრანზიტული მიზნებით, ათობით ბაიკერი კვეთს ქვეყნის საზღვარს. შესაბამისად, კონკრეტული მომენტისთვის შსს-ს არ გააჩნდა საფუძველი აღნიშნული პირის საქართველოში არშემოშვებისთვის.

შსს იღებს ყველა ზომას, რომ ამ პირის საქართველოში ყოფნასთან დაკავშირებით, ადგილი არ ჰქონდეს ნებისმიერი სახის ინციდენტს", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ფოტო გავრცელდა, სადაც „ღამის მგლების“ ერთ-ერთი ბაიკერი ჩანს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics