13:19 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-03 14:59:48, 2171 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე ბობოხიძეს: ქართველი ხალხის მათემატიკური უნარების თაობაზე ცუდი წარმოდგენა გაქვთ

 „მათემატიკაში ისევე ატყუებთ ხალხს, როგორც პოლიტიკურად. ძალიან ცუდი წარმოდგენა გაქვთ ქართველი ხალხის მათემატიკური უნარების თაობაზე“,-ასე მიმართა პარლამენტის  თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმცირესობის წევრ აკაკი ბობოხიძეს, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საზოგადოებას მუსოლინის საარჩევნო სისტემას სთავაზობს.

„რამდენი კომენტარი უნდა გაკეთდეს ამ  საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, არ ვიცი. მათემატიკაში ისევე ატყუებთ ხალხს, როგორც პოლიტიკურად. ძალიან ცუდი წარმოდგენა გაქვთ ქართველი ხალხის მათემატიკური უნარების თაობაზე“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, აკაკი ბობოხიძემ  სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ რჩება შთაბეჭდილება, მას კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი წაკითხულიც არ აქვს:

„მრჩება შთაბეჭდილება, თქვენ, კომისიის თავმჯდომარეს წაკითხულიც არ გაქვთ,  რა პროექტს გვთავაზობთ იმიტომ, რომ ელემენტარული არითმეტიკით დაგითვლით.  თქვენი შემოთავაზებული კანონპროექტი უკვე კანონად რომ ყოფილიყო ამოქმედებული, 2016 წლის არჩევნებში მიიღებდით 100-მანდატზე მეტს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარმაც კი არ გამოგიცხადათ ნდობა. თურმე ჩვენ მადლობელი უნდა ვიყოთ იმისა, რომ პირდაპირ მუსოლინივით  ბოლომდე არ თავხედობთ და პირდაპირ არ ითხოვთ 2/3-ს, თუმცა ეს 2/3 ირიბად მაინც შეიძლება გამოგივიდეთ“,-აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics