|
2017-05-03 14:23:11, 1460 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარმა საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ცენტრი გახსნა
პირველად საქართველოში ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ინტეგრაციის ცენტრი გაიხსნა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, 100 ბენეფიციარზე გათვლილ ცენტრში საერთაშორისო დაცვის მქონე პირები შეისწავლიან ქართულ ენას, გაეცნობიან მოქმედი კანონმდებლობის საბაზისო პრინციპებს, ქვეყნის მოკლე ისტორიასა და კულტურულ თავისებურებებს, რაც ხელს შეუწყობს მათი შემდგომი ინტეგრაციის პროცესს. მათივე ცნობით, ცენტრში ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს იმ სახელმწიფო პროგრამების შესახებ გაუწევენ კონსულტაციებს, რომლებსაც მათ საქართველო ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლებისა და დასაქმების მიმართულებით სთავაზობს. ინტეგრაციის ცენტრის კეთილმოწყობა და საჭირო ინვენტარით აღჭურვა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისმა 100 000 ლარით დააფინანსა. ცენტრის ადმინისტრირებისა და ბენეფიციარებისთვის ინტეგრაციის პროგრამების განხორციელების მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 50 000 ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხა, საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივ დამცველს“ გადაეცა, რომელიც საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისთვის საინტეგრაციო პროექტებს განახორციელებს. სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ფარგლებში კი, ცენტრის ბენეფიციარებს ქართული ენის შემსწავლელ კურსებს ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლა შესთავაზებს. ცნობისთვის, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში საერთაშორისო დაცვით 1500-ზე მეტი პირი სარგებლობს, შესაბამისად მათი ინტეგრაციის საკითხი დღის წესრიგში დგას. ამასთანავე, ინტეგრაციის ცენტრის გახსნა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებას წარმოადგენდა, რომელიც სამინისტროს მიერ წარმატებით შესრულდა. გახსნის ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის რეგიონში იოჰანეს ფან დერ კლაუ დაესწრნენ. (NS)
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)