|
2017-05-03 12:20:07, 920 ნახვა
რეგიონი
ვლადიმერ პუტინი ანატოლი ბიბილოვს შეხვდა - „იმედი მაქვს, რუსეთთან აქტიურად ითანამშრომლებთ“
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ახლადარჩეულ დე-ფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბიბილოვმა და პუტინმა შეხვედრაზე ეკონომიკური საკითხები განიხილეს. რუსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვს "არჩევნებში" გამარჯვება მიულოცა. პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მთავრობა ანატოლი ბიბილოვის ხელმძღვანელობით რუსეთის ფედერაციასთან აქტიურად ითანამშრომლებს. "მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ გამარჯვება. ვიცი, რომ რუსეთთან თანამშრომლობის აქტიური მხარდამჭერი ხართ. ჩვენ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული შეთანხმებები ხორციელდება. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ხელმძღვანელობით, რესპუბლიკა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აქტიურად ვითანამშრომლოთ", - დასძინა პუტინმა. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დე-ფაქტო არჩევნები მიმდინარე წლის 9 აპრილს ჩატარდა. ე.წ არჩევნებში მონაწილეობას, ბიბილოვის გარდა, ყოფილე "პრეზიდენტი" ანატოლი თიბილოვიც იღებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო: გორში მომხდარ ცემაში მონაწილე პოლიციელები საქართველოდან არ წასულან.
გავრილოვის ღამის წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში საპროტესტო მსვლელობა გაიმართება
კანადის მოქალაქეს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სამკურნალო პრეპარატის მიღების გამო 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
სომხეთში საპარლამენტო არჩევნებისთვის ხმის მიცემა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)