23:00 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-03 11:40:15, 2082 ნახვა

მსოფლიო
პუტინი: ჩვენ არასოდეს მოგვსვლია თავში, ჩავრეულიყავით სხვა ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებში

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი არ ერევა სხვა ქვეყნების შიდაპოლიტიკურ პროცესებში, მაგრამ ასეთ მცდელობებს თავად განიცდის. 

როგორც პუტიინმა გუშინ გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას სურს რომ რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში არავინ ჩაერიოს. 

„ჩვენ არასოდეს ვერევით სხვა ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებასა და პოლიტიკურ პროცესებში და ვისურვებდით, რომ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაშიც არავინ ერეოდეს. სამწუხაროდ, თვალს ვადევნებთ პირდაპირ საწინააღმდეგოს, მრავალი წლის განმავლობაში როგორ ცდილობენ გავლენა მოახდინონ რუსეთის შიდაპოლიტიკურ პროცესებზე როგორც ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით და პირდაპირაც. ვხვდებით, ვუყურებთ რა, როგორი დამღუპველია მსგავსი ძალისხმევა და ამაო. ჩვენ არასოდეს მოგვსვლია თავში აზრად ჩავრეულიყავით სხვა ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებში“, - განაცხადა პუტინმა. 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics