05:56 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-02 13:12:12, 2056 ნახვა

პოლიტიკა
ჩუგოშვილი: საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები წინ გადადგმული ნაბიჯია

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებს, არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, კომისიის ყველა წევრი დაეთანხმა.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ არცერთი წევრი არ დაეთანხმა მოქმედი კონსტიტუციის დატოვებას, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ჩათვლით.

მისივე თქმით, მოქმედი კონსტიტუციის  დატოვებას არავინ ემხრობა, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოთავაზებული ცვლილებები არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი.

„ჩვენ წინ გველოდება სამუშაო პროცესი, როგორც საერთო სახალხო განხილვების ფორმით, ასევე საპარლამენტო მუშაობაში. როგორც კომიტეტზე, ასევე პლენარულ სესიაზე სამი მოსმენით არის გასატანი ეს ცვლილებები და ამ პროცესში მე არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ცვლილებები აისახოს. შეიძლება ითქვას, რომ ჯერ საბოლოო პროდუქტი არ გვაქვს. საბოლოო პროდუქტი იქნება ის, რასაც სამი მოსმენით ეყრება კენჭი“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა.

ვიცე-სპიკერმა პრეზიდენტის არჩევის წესზეც გააკეთა კომენტარი. როგორც ჩუგოშვილმა განმარტა, შემოთავაზებული ვერსია ამბობს, რომ ცვლილებები ამოქმედდეს 2018 წელს, ახლად არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ პირდაპირი წესით ჩატარდება პრეზიდენტის არჩევნები და ცვლილებები მხოლოს ამის შემდეგ შევა ძალაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics