|
2017-05-02 13:14:44, 1933 ნახვა
სამართალი
შსს-ს მომსახურების სააგენტომ და იუსტიციის სახლმა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს
შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ნიკა გელაშვილმა და იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა, გივი აზაურაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონიას შს მინისტრის მოადგილე, დავით ვარდიაშვილი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე, მიხეილ სარჯველაძე დაესწრნენ. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, 2017 წლის განმავლობაში, იუსტიციის სახლის ფილიალებში ეტაპობრივად დაინერგება შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისები: განმეორებითი მართვის მოწმობის აღდგენა, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის აღდგენა, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის აღება, იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის აღება, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის აღება და სხვა. ნასამართლობის შესახებ ცნობის აღება მოქალაქეებს, შსს-ს მომსახურების სააგენტოს 14 ტერიტორიული ერთეულის გარდა, იუსტიციის სახლის 19 ფილიალში უკვე მიმდინარე წლის 3 მაისიდან შეეძლებათ. მომხმარებელმა იუსტიციის სახლში ნასამართლობის ცნობის მისაღებად მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს, ცნობა კი განაცხადის შევსებიდან ხუთ სამუშაო დღეში უფასოდ გაიცემა. ნასამართლობის შესახებ ცნობის დაჩქარებული წესით აღების საფასური 1 სამუშაო დღეში - 25 ლარია, ხოლო 3 სამუშაო დღეში - 15 ლარი. შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ აღნიშნული სერვისების გაფართოება იუსტიციის სახლის ფილიალებში მომხმარებელთათვის მეტი კომფორტისა და სახელმწიფო სერვისებზე უკეთ წვდომის მიზნით განხორციელდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)