02:48 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-02 11:56:17, 1825 ნახვა

საზოგადოება
ქართულმა კომპანიამ „რეგიონმედიამარკეტმა“ და უკრაინულმა კომპანიამ “Агентсво PR Batteries” მემორანდუმი გაფორმეს

დღეს, კიევში, ქართული კომპანია „რეგიონმედიამარკეტს“ და უკრაინულ კომპანია “Агентсво PR Batteries”  შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

,,რეგიონმედიამარკეტი“, რომელიც ქართულ მედიაში სარეკლამო დროების მფლობელიცაა,  საქართველოში ბიზნესმენებს უკრაინის სარეკლამო ბაზარზე გასვლას შესთავაზებს.

„ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება სარეკლამო სფეროში, კომპანია „რეგიონმედიამარკეტი“  აპირებს  უკრაინულ კომპანია “Агентсво PR Batteries”  -ს მიაწოდოს საქართველოს ბიზნეს სექტორის სარეკლამო წინადადებები“, -ნათქვამია მემორანდუმში, რომელსაც  „რეგიონმედიამარკეტის“ დირექტორი ლევან ალექსიშვილი და უკრაინული კომპანიის  “Агентсво PR Batteries”  გენერალური დირექტორი რომან მედინსკი აწერენ ხელს.

„ეს არის ახალი შესააძლებლობა ქართული ბიზნესისათვის, ვინც უკრაინის ბაზარზე მუშაობს  და ვინც აპირებს შემოსვლას, რადგან ამ თანამშრომლობით ,,რეგიონმედიამარკეტს“ ექნება განსაკუთრებული სარეკლამო პირობები უკრაინული ბაზრით დაინტერესებული ბიზნესისთვის. წინადადებები განსაკუთრებით საინტერესო იქნება საქართველოს ტურიზმის სფეროში მომუშავე  კომპანიებისთვის.“  აცხადებს „რეგიონმედიამარკეტი“-ს დირექტორი ლევან ალექსიშვილი.

„ქართულ უკრაინული მეგობრობის ამბავი ცნობილია, ჩვენთვის და ჩვენი კომპანიისათვის კი ესაა კარგი შესაძლებლობა ქართული ბიზნესი შემოვიდეს უკრაინულ სარეკლამო ბაზარზე და პირიქით. იმედი მაქვს, უკრაინის სარეკლამო ბაზარით ქართული კომპანიები დაინტერესდებიან და ასევე ამ პროცესს ექნება უკუკავშირი. უკრაინელი ტურისტი დაინტერესებულია საქართველოთი და ამ თანამშრომლობით  მათ  ექნებათ არჩევანის ჯერ კიდევ უკრაინაში გაკეთების საშუალება“ , აცხადებს “Агентсво PR Batteries” -ის გენერალური დირექტორი რომან მედინსკი.

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics