|
2017-05-01 21:46:10, 2030 ნახვა
ეკონომიკა
2016-ში წინასთან შედარებით, ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილებაში 33%-ით მეტი მიმართვა დაფიქსირდა
2016 წელს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილებაში სულ 1,363 მიმართვა დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 33 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ანგარიშშია ნათქვამი. მათივე ცნობით, მიმართვების უმრავლესობა - 885 (65 პროცენტი) - ტელეფონით დაფიქსირდა. ამასთან, სხვა სახით დაფიქსირებული მიმართვები რაოდენობრივად აღემატება წინა წლის მაჩვენებლებს: წერილობით დაფიქსირებულია 178 (13 პროცენტი), სოციალური ქსელით 57 (4 პროცენტი), ელექტრონული ფოსტით 120 (8.8 პროცენტი), ხოლო პირადი ვიზიტით 123 (9 პროცენტი). „შინაარსობრივად ყველაზე მეტი პრეტენზია მომხმარებლის მხრიდან ფიქსირდება რესტრუქტურიზაციის მოთხოვნასა და წინსწრების დაფარვის პროცედურასთან დაკავშირებით. წინა წელთან შედარებით მომხმარებელთა უფლებების განყოფილებაში დაფიქსირებული მიმართვიანობის ფარდობითი ზრდა ასევე განპირობებულია გალარების პროგრამასთან დაკავშირებული კითხვებით. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებდა ფიზიკური პირების უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი აშშ დოლარით დენომინირებული საბანკო სესხების ნებაყოფლობით გალარებას ბანკსა და კლიენტს შორის შეთანხმების საფუძველზე, სადაც მთავრობა უზრუნველყოფდა შეღავათიანი კურსით სესხების გალარების ხარჯების სუბსიდირებას. 2016 წელს გაგრძელდა მომხმარებელთა პრეტენზიების შესაბამის ფინანსურ ინსტიტუტებთან და საქართველოს ეროვნული ბანკის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან დეტალურად განხილვისა და მომხმარებლებთან შემდგომი კომუნიკაციის პრაქტიკა, მათთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევის მიზნით“,-აღნიშნულია ანგარიშში, რომელიც უკვე პარლამენტშია.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)