05:57 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-01 19:24:10, 1967 ნახვა

პოლიტიკა
ბიუროს სხდომაზე კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ინიციატივები დარეგისტრირდა

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები დარეგისტრირდა. მათ შორის, საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 15 დეკემბრის დადგენილება „სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ძალადაკარგულად ცხადდება.

ბიურომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ კანონპროექტების განხილვის პროცედურების დაწყების თაობაზე.

ბიურომ იმსჯელა საორგანიზაციო საკითხებზე, რომელთა შორის არის საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტები „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“.

პროცედურის თანახმად, კანონპროექტები ხელმოწერების ნამდვილობის შესამოწმებლად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადაეცემა. ხოლო შემდგომ, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნა და კონსტიტუციური კანონპროექტის გამოქვეყნება შესაბამისი პროცედურების მიხედვით მოხდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics